Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბროზოვიჩის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

მარსელო ბროზოვიჩის აგენტმა, ენტი ბარამ Calciomercato-სთან მარსელო ბროზოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

„მარსელო ინტერის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ინტერში თავს კარგად გრძნობს, თუმცა წლების შემდეგ ადგილის შეცვლის სურვილი შესაძლოა გაჩნდეს.

„ახლა ის ბედნიერია და ინტერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ წინადადებას ისეთი გუნდისგან მიიღებს, რომელსაც ტიტულების მოგების მეტი შანსი ექნება.“