Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის აგენტს მილანში მიმდინარე კვირის ბოლოს ელოდებიან

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერი მარსელო ბროზოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მომდევნო კვირის დასაწყისში გააოფიციალურებს.

FcInterNews-ის ცნობით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე ცნობილია. ხელშეკრულების მიხედვით, ხორვატი ნახევარმცველი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელი კი 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.

წყაროს მტკიცებით, ბროზოვიჩს არაერთი უფრო სარფიანი წინადადება ჰქონდა, მაგრამ მისი პრიორიტეტი ყოველთვის ინტერში დარჩენა იყო, რამაც მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა.