Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის უარი ინტერს

ინტერი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან მარსელო ბროზოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შეთანხმებამდე მისვლა უჭირთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მარსელო ბროზოვიჩმა ინტერის წინადადებაზე, რომლის თანახმადაც ხორვატი ფეხბურთელი წლიურად 5.5 მილიონს მიიღებდა და ეს თანხა ბონუსებთან ერთად 6 მილიონამდე გაიზრდებოდა,  უარი თქვა.

წყაროს ცნობით, ბროზოვიჩი ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ წლიურად 7 მილიონ ევროს ითხოვს, რა თანხასაც მას გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შემთხვევაში არაერთი გუნდი დიდი სიამოვნებით გადაუხდის…