Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის უარი ნიუკასლს, მას ინტერში დარჩენა სურს

ინტერი მარსელო ბროზოვიჩთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და როგორც ჩანს, ხორვატი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში დარჩენას გეგმავს, რადგან იტალიური წყაროების ცნობით მან ნიუკასლისგან საკმაოდ კარგი წინადადება იუარა.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ინგლისელები მზად იყვნენ ხორვატ ფეხბურთელს, რომელიც მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, 4-წლიანი ხელშეკრულება გაეფორმებინათ და წლიურად ბონუსების ჩათვლით 8 მილიონი გადაეხადათ, რაც ბენეამატას წინადადებაზე საგრძნობლად უკეთესი წინადადებაა, მაგრამ წყაროს ცნობით ბროზოვიჩმა მოლაპარაკებებზეც კი უარი თქვა.

ინტერი ბროზოვიჩს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, გასამრჯელოს სახით კი 6 მილიონ ევროს გადაუხდის და როგორც იტალიური წყაროები ირწმუნებიან, მხარეები ხელშეკრულებას ძალიან მალე გააფორმებენ.