ბროზოვიჩი:“ ბარსელონასთან მატჩები გადამწყვეტი იქნება“
ინტერის ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა ვიქტორია პლზენთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, მეტოქე გუნდი კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ მათი ძირითადი აქცენტი ჩაწოდებებზე იქნებოდა გაკეთებული, რადგან მათ მაღალი ფორვარდი ჰყავთ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.
„მატჩის მსვლელობისას ჩვენმა ინტენსიობამ იკლო, ამ ასპექტზე სამუშაო გვაქვს, მაგრამ სასერთო ჯამში ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.
„ახლა წინ ბარსელონასთან ორი ურთულესი მატჩი გველოდება, რომელიც ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება. ჩვენ რთული პერიოდი გადავლახეთ, რაშიც ეს ორი გამარჯვება დაგვეხმარა, თუმცა ვიცით, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.“