Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი და ინტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი და მარსელო ბროზოვიჩი ახალი კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ხორვატი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და რა თქმა უნდა, ნერაძურის მისი შენარჩნება სურს, ამიტომ მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად აწარმოებს.

FcInterNews-ის ცნობით, ინტერი მზად არის 28 წლის ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზარდოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება და სავარაუდოდ ბროზოვიჩი კონტრაქტს ხელს ოქტომბრის ბოლომდე მოაწერს.