Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი:“ ვამაყობ, რომ ინტერთან ერთად ტიტულსი მოგება მოვახერხე“

მარსელო ბროზოვიჩმა ინტერის სეზონი შეაფასა და ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

„6 წლის შემდეგ, რაც მე ინტერის ფეხბურთელი გავხდი, ჩვენ დამსახურებული ტიტული მოვიგეთ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

„აქამდე 2 ფინალი მქონდა წაგებული, ერთი მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, ერთიც კი გასულ სეზონს, ევროპა ლიგაზე, თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შრომა დაფასდა და ინტერთან ერთად უმნიშვნელოვანესი ტიტული მოვიპოვე.

„კონტე ? ის შესანიშნავი პროფესიონალია, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ შენ 100 პროცენტით მზად არ ხარ, კონტე თამაშის საშუალებას არასოდეს მოგცემს. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ანტონიოს ხელში თითოეული ჩვენგანი განვითარდით, რის გამოც მას მადლობას ვუხდი.“

გათიშვა