Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი ინტერთან კონტრაქტს თვის ბოლომდე გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბროზოვიჩსა და ინტერს შორის მოლაპარაკებები სწრაფად ვითარდება და ხორვატი ფეხბურთელი სავარაუდოდ ნერაძურისთან ახალ კონტრაქტს დეკემბრის ბოლომდე გააფორმებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერის წარმომადგენლები ბროზოვიჩის აგენტს მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ შეხვდებიან და ხელშეკრულების საბოლოო დეტალების შეთანხმებას ეცდებიან.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი 29 წლის ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტის 4 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსებთან ერთად 6 მილიონი იქნება.