Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი ინტერისგან 6 მილიონს ითხოვს

მარსელო ბროზოვიჩს ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ნერაძური 28 წლის ხორვატ ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

ბროზოვიჩი გასულ სეზონში ანტონიო კონტეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და მისი როლი გუნდში არც სიმონე ინძაგის გამოჩენის შემდეგ შემცირდება, ამიტომ ხორვატი ნახევარმცველი ხელფასის გაზრდას 4.5 მილიონიდან 6 მილიონამდე ითხოვს.

ინტერს კი თავის მხრივ ფინანსური კრიზისის გამო ხელფასების შემცირებაზე მუშაობს და ბროზოვიჩისთვის ამ ეტაპზე ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5 მილიონზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს…