Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩი ინტერში კიდევ 4 წლით დარჩება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და მარსელო ბროზოვიჩი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ხორვატი ფეხბურთელი ბენეამატას რიგებში კიდევ 4 სეზონი დარჩება.

ბროზოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ხელფასის თაობაზე დაკავშირებული უთანხმოების გამო, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო შეხვედრების შემდეგ მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბროზო ინტერთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 5.5 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების ჩათვლით 6 მილიონამდე გაიზრდება.