Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბროზოვიჩი იყიდება, კონტე ფსონს სენსიზე აკეთებს

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ანტონიო კონტეს სჯერა, რომ ბროზოვიჩის მოვალეობებს სტეფანო სენსი უკეთესად შეასრულებს, ხორვატ ფეხბურთელს კი გუნდი დიდი ალბათობით გაყიდის.

ანტონიო კონტე ჩელსიდან ნ’გოლო კანტეს გასაფორმებლად ფულის მოგროვება სურს და მზად არის, 27 წლის ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც დაახლოებით 50-60 მილიონად არის შეფასებული, გუნდიდან გაუშვას. მისი შეძენით ჯერჯერობით ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.

კონტემ 25 წლის სენსი გასულ სეზონში რეჯისტას პოზიციაზე არაერთხელ ათამაშა და როგორც ჩანს, მისი ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

ბროზოვიჩის გარდა, ინტერმა სატრანსფერო მარკეტზე კრისტიან ერიქსენიც დააყენა, რომელიც კონტეს ტაქტიკას ვერ მოერგო და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა. ნერაძური მის სანაცვლოდ 40-50 მილიონ ევროს ითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.