Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბროზოვიჩი ტრავმირებულია

რამდენიმე წუთის წინ ინტერისთვის ცუდი ამბავი გავრცელდა.მარსელო ბროზოვიჩმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს.

ბროზოვიჩმა კუნთი მსუბუქად დაიზიანა,მისი ტრავმა სერიოზული არ არის და მოედანს 7-10 დღეში დაუბრუნდება.

„მარსელო ბროზოვიჩმა გუშინდელი სავარჯიშო სესიის დროს დისკომფორტი იგრძნო.დღეს მას გამოკვლევა ჩაუტარდა და მარცხენა ფეხის კუნთის მსუბუქი დაზიანება დაუფიქსირდა,მარსელო მოედანს დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ დაუბრუნდება.“ ვკითხულობთ ინტერის ოფიციალურ განცხადებაში.

ეს ანტონიო კონტეს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აგდებს,რადგან ინტერს ბროზოვიჩის გარდა ხვალინდელ შეხვედრაში სტეფანო სენსი და მატიას ვესინო დააკლდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.