Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბროზოვიჩმა კორონა ვირუსი დაამარცხა

ინტერის ნახევარმცველმა, მარსელო ბროზოვიჩმა დღეს კორონა ვირუსზე ტესტი ჩაიტარა და საბედნიეროდ, მისი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ხორვატ ფეხბურთელს კორონა ვირუსი სანაკრებო პაუზის დროს, 13 ნოემბერს დაუდასტურდა. ბროზოვიჩი ვარჯიშს ხვალიდან განაახლებს და დიდი ალბათობით ის კონტეს განკარგულებაში კვირის ბოლოს, სასუოლოს წინააღმდეგ გასამართ მატჩში იქნება.

ინტერში ამ ეტაპზე კორონა ვირუსით ინფიცირებული ორი ფეხბურთელი, დანიელე პადელი და ალექსანდ კოლაროვი დარჩა.