Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზო ინტერს დერბისთვის დაუბრუნდება

ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს, მაგრამ ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.

ხორვატ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის სეზონის განახლების შემდეგ გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.

FcInterNews-ის ცნობით, 30 წლის ნახევარმცველი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, პოზიტიური პასუხების შემთხვევაში კი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და მილანური დერბისთვის, რომელცი 5 თებერვალს არის ჩანიშნული, მზად იქნება.