Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუსკეტსი:“ იტალიამ ევროპის ჩემპიონობა დაიმსახურა“

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა აძურისთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიამ ევროპის ჩემპიონატი სრულიად დამსახურებულად მოიგო.

„აქ ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს, რადგან ტურნირს 4 შესანიშნავი ნაკრები შემორჩა და ეს ჩვენი ძალების დასამტკიცებლად კიდევ ერთი შანსია.

„იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია და რა თქმა უნდა, ხვალ ურთულესი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალების გვწამს და იმედია ამჯერად ყველაფერი სხვანაირად დასრულდება.

„იტალიას დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. მათ ევროპის ჩემპიონატი სრულიად დამსახურებულად მოიგეს და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მოედანზე იმავე მოტივაციით გამოვლენ. ჩვენთვის პატივია, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.“