Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბუფონი:“კალჩოს დაბრუნება მნიშვნელოვანია“

ჯიჯი ბუფონი და მისი იუვენტუსი მოედანს სულ ცოტა ხანში,კოპა იტალიას ეგიდით გასამართი შეხვედრით დაუბრუნდება.ჯიჯის თქმით,ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,ფეხბურთი მთელი ქვეყნის ხასიათს და მდგომარეობას ასახავს,ამიტომ მისი დაბრუნება მთელი იტალიისთვის ძალიან კარგია.

„ბოლო პერიოდი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე გამოდგა.ბევრი ადამიანისთვის კი ფეხბურთი იმედის მომცემია,რომ ის ჯოჯოხეთი,რაც ქვეყანამ გამოიარა,დასრულდა.

„მე ცხოვრებაში ბევრი ტიტული მოვიგე და კმაყოფილი ვარ,თუმცა გუნდი არასოდეს არ უნდა გაჩერდეს,ბიანკონერისთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენთაგანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.