ბუფონი:“სარის იუვენტუსის ძალას მომავალ სეზონში ვიხილავთ“

იუვენტუსის ლეგენდარული კიპერის აზრით,იუვენტუსი და სარი ჯერ ერთმანეთს ეჩვევიან და ნამდვილ ძალას გუნდი მომავალ სეზონში აჩვენებს.

სარიმ და იუვენტუსმა მილანის წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

„ჩემი აზრით,სარის მიმართ კრიტიკა უადგილოა.ის ჯერ ერთი სეზონი არ არის რაც გუნდში მოვიდა,თუმცა ჩვენ სერია ა-ს ვლიდერობთ,ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შანსები გვაქვს და დღეს საღამოს ფინალს ვთამაშობთ.

„ნუ დაგავიწყდებათ,რომ დანიშვნის დღიდან 1 თვის მანძილზე,მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა,მერე პანდემია დაემთხვა და ფაქტობრივად,მას გუნდში მუშაობა რამდენიმე თვე მოუწია.

„მას ჯერ არ ქონია საშუალება,გუნდს თავისი ცოდნა და ფეხბურთის ხედვა ბოლომდე გაუზიაროს.ვფიქრობ,რომ მომავალ წელს სარის და იუვენტუსის ნამდვილ ძალას ვიხილავთ.

„მილანთან თამაშის 1 ნახევარი ამის კარგი დემონსტრირება იყო.ეს ის თამაშია,რაც სარის გუნდს შეეფერება,რაც იუვენტუსის ბოლო 8-9 წლის მანძილზე ნაჩვენები თამაშისგან საკმაოდ შორს დგას.“

Leave a Reply

Your email address will not be published.