Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ ალეგრიმ იცის, თუ რა ჭირდება იუვეს“

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, იუვენტუსს სკუდეტოსთვის მოსაგებად ყველაფერი აქვს. მართალია გასულ სეზონში ჩვენ კოპა იტალია და სუპერკოპა მოვიგეთ, მაგრამ ქომაგები ჩვენგან უფრო მეტს მიეჩვივნენ და საბოლოო ჯამში ყველა იმედგაცრუებული დარჩა.

„ახლა კი გუნდში მაქს ალეგრი დაბრუნდა და მასზე უკეთ არავინ იცის, თუ რა სჭირდება იუვეს გამარჯვებების გზაზე დასაბრუნებლად.

„ბონუჩი-კიელინი ? არ მესმის, თუ რატომ გაუკვირდათ ხალხს ევროპის ჩემპიონატზე მათი შესანიშნავი თამაში. ისინი უკვე წლებია სოლიდურად თამაშობენ და ყოველთვის მაღალ დონეს დებენ, თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემთვის ფედერიკო კიეზა და ჯიჯო დონარუმა არიან.“