Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კიეზა ასეთი ძლიერ იქნებოდა…“

ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ჯიჯი ბუფონმა ფედერიკო კიეზას და ვოიცეხ შესნის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც კიეზა იუვენტუსში მოვიდა მე ვერც კი წარმომედგინა, თუ ის ასეთი ძლიერი იქნებოდა. მან მე თავისი კლასით მაშინვე გამაკვირვა, ევროპის ჩემპიონატი კი შესანიშნავად ჩაატარა და ინგლისის წინააღმდეგ ფინალში გამორჩეული იყო, ბრიტანელები მას ვერ აჩერებდნენ.

„შესნი ? დიდ გუნდებს რამდენიმე გამოკვეთილი სტარტერი უნდა ჰყავდეს და ვფიქრობ, რომ ვოიცეხ შესნი მსოფლიოში საუკეთესო სამ კიპერს შორის შედის. იუვენტუსი სწორად მოიქცა, რომ ფსონი მასზე გააკეთა.”