Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბუფონი:“ კონტეს ინტერის წარმატება არ მიკვირს, თუმცა…“

ჯიჯი ბუფონმა, რომელმაც კარიერაში 654-ე მატჩი ჩაატარა და ევროპის ტოპ 5 ლიგაში ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა, კროტონესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, თუმცა გუნდმა უფრო მეტი სტაბილურობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბრძოლისუნარიანობა 90 წუთი შევინარჩუნოთ და ფუჭი პასებისგან თავი შევიკაოთ.

„გავაგრძელებ თუ არა კარიერას ? მე ჩემი ნახტომის სიგრძეს ყოველ კვირა ვზომავ და სანამ ის მაღალ დონეზე რჩება, მე თამაშს გავაგრძელებ.“

იუვემ ამ გამარჯვებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და ერთ თამაში მარაგში აქვს, თუმცა ინტერთან სხვაობა ამ ეტაპზე 8 ქულაა…

„ჩემთვის ინტერის კარგი თამაში გასაკვირი არ არის. მათ შესანიშნავი მწვრთნელი და შემადგენლობა ჰყავს და ჩემი აზრით, ჩვენ ერთ დონეზე ვართ, მაგრამ იუვენტუსი არასოდეს ნებდება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.”