Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უდიდესი ზეწოლაა…“

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიხსენა.

„პასუხისმგებლობა და ზეწოლა, რომელსაც თითოეული ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს განიცდის, უბრალოდ წარმოუდგენელია. შენ ამ შესანიშნავი სპორტული ზეიმით სიამოვნებას მაშინაც კი ვერ იღებ, თუ ჩემპიონი ხდები.

„საფრანგეთს დამარცხების შემდეგ, მე ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ ტურნირი დასრულდა, თუმცა შემდეგ, როდესაც თასი ჩემს ხელში მოხვდა მივხვდი, თუ რამდენად მნიშნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო საღამო იყო, რომლის გამოც ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ.“