Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი მშობლიურ გუნდში ბრუნდება

ჯიჯი ბუფონი საკუთარი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეგენდარული კარის დარაჯი დიდი ალბათობით პარმაში დაბრუნდება.

გუშინ მოგახსენეთ, რომ მისი გაფორმება პარმას გარდა ატლეტიკოს და ბარსელონასაც სურდათ, თუმცა ჯიჯის მეორე კიპერის როლი არ აკმაყოფილებს, ამიტომ მან პარმას ვარიანტი აირჩია და მომდევნო კვირას მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

ჯიჯი ბუფონი პარმას რიგებში 1994-2001 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის 53 მილიონის სანაცვლოდ იუვენტუსში გადაბარგდა.