Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ მჯერა, რომ იტალია მუნდიალზე გასვლას მოახერხებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ჯიჯი ბუფონმა იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აძურის მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის, შემდეგ კი პორტუგალია-თურქეთის დუელში გამარჯვებული გუნდის დამარცხება მოუწევს.

„სანამ იტალიას გავაკრიტიკებთ, უნუდა გვახსოვდეს, რომ ბოლო შეხვედრებში აძურის ჯორჯო კიელინის, ჩირო იმობილეს, ლეონარდო სპინაცოლას და მარკო ვერატის გარეშე მოუწია თამაში, ისინი კი ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არიან.

„როდესაც ჩვენ 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატს გამოვეთიშეთ მაშინ ვთქვი, რომ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და თანამედროვე სპორტში ისე მარტივად ვეღარავის დაამარცხებ, როგორც ამას აქამდე აკეთებდი, ჩემი სიტყვები კი უკვე არაერთხელ დადასტურა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ მუნდიალზე მოვხვდებით.“