Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ როდესაც იუვეს სირთულეები აქვს, ის ყველაზე მეტად ასეთ დროს გვაკვირვებს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა კიპერმა ჯიჯი ბუფონმა SportMediaset-თან საუბრისას საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვეს შანსები ჩემპიონთა ლიგაზე ? როდესაც იუვენტუსს ერთი შეხვედვით სირთულეები აქვს, ბიანკონერი ყველაზე მეტად სწორედ ასეთ დროს გვაკვირვებს და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ტიტულებს იგებს ხოლმე.

„არც თუ ისე კარგი სტარტის მიუხედავად, იუვენტუსის ჩამოწერა ასე ნაადრევად არ შეიძლება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ჭირდა, რადგან გარკვეული გუნდები წარმოუდგენელ დონეზე ასპარეზობდნენ, თუმცა იუვემ თავისი სიტყვა ჩემპიონთა ლიგაზე გასულ წლებში არაერთხელ თქვა.

„თამაშობს თუ არა გუნდი ცუდად ? არა, როდესაც იუვენტუსი იმარჯვებს, ამას სოლიდური გუნდური თამაშით აკეთებს, რომელიც მეტოქეს სივრცეებს არ უტოვებს. ჩვენი იუვე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ჩემპიონი იმიტომ ვერ გახდა, რომ ჩვენ ისეთ ბარსელონას და რეალს დავუპირისპირდით, რომლებიც ჩვენზე საგრძნობლად ძლიერები იყვნენ.

„რონალდუს გუნდიდან წასვლა ? თუ ის დარწმუნებული არ იყო, რომ იუვენტუსში დარჩენა სურდა, მაშინ კრიშტიანუ სწორედ მოიქცა.

„სარი იუვენტუსში ? მას გარკვეული პრობლემები ფეხბურთელებთან ურთიერთობის კუთხით პირველივე დღიდან დაეწყო. ის მიხვდა, რომ იუვენტუსში ყველაფრის უფლება არ ექნებოდა და მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევდა, რაც მისნაირი ადამიანისთვის მიუღებელი იყო. მას ის ენთუზიაზმი არ ჰქონდა, რომელიც მისნაირ ადამიანს ახასიათებს.“