Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი ყველა დროის საუკეთესო კიპერად დაასახელეს

ჯანლუიჯი ბუფონი გამოკითხვის შედეგად ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 18-მა კიპერმა, მათ შორის ნოიერმა, ჟულიო ცეზარმა და პეტერ შმეიხელმა მიიღეს.

ბუფონმა კარიერის მანძილზე ყველა ტურნირის ჩათვლით 921 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 413-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

კარიერის განმავლობაში მას უამრავ სხვა ტიტულთან ერთად 10 სკუდეტო და მსოფლიო ჩემპიონის თასი აქვს მოგებული.

„ბუფონი წარმოუდგენელი პიროვნებაა და ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო არა მარტო მოედანზე, არამედ მისი ხასიათიც კი შესანიშნავია.“ განაცხადა ნოიერმა, რომელმაც გამოკითხვაში მხარი ბუფონს დაუჭირა.