Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი შესაძლოა ატალანტაში გადაბარგდეს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, ჯიჯი ბუფონი შესაძლოა მომდევნო სეზონში ატალანტას რიგებში ვიხილოთ.

ვეტერან კიპერს იუვენტუსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და 43 წლის ლეგენდარულ იტალიელს კარიერის დასრულების წინ მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ ტურინის დატოვებას სერიოზულად განიხილავს და წყაროს ინფორამციით, მისი დამატების ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ატალანტა იქნება.