Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ ჩვენ რონალდუს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“

ლეგენდარულმა იტალიელმა კარის დარაჯმა ჯიჯო ბუფონმა იუვენტუსზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„იუვენტუსს ახლა რთული პერიოდი უდგას, რაც 9-წლიანი დომინაციის შემდეგ გასაკვირი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქს ალეგრის დახმარებით ბიანკონერი ამ სირთულეს ძალიან მალე გადალახავს და კვლავ დომინანტი გახდება. ალეგრიმ გუნდი, მისი ისტორია და შიდა სამზარეულო კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მეორე პერიოდი იუვესთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი.

„რონალდუ ? ჩვენ მისი გადაწყვეტილებით გაკვირვებული არ უნდა ვიყოთ. ის თავისი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდა და ჩვენ მის არჩევნას პატივი უნდა ვცეთ. მე კრიშტიანუზე მხოლოდ კარგი რამის თქმა შემიძლია, ის გამორჩეული პროფესიონალია.“