Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ 9-წლიანი დომინაციის შემდეგ, ასეთი პერიოდი საჭიროა…“

ჯიჯი ბუფონმა Sky Sport-თან საუბრისას იუვენტუსის სირთულეებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში ალეგრის დაბრუნების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ გუნდის პრობლემები მაშინვე გაქრებოდა და ტურინელები მაშინვე ახალ ციკლს დაიწყებდნენ. იუვენტუსს იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მათ გუნდურობა აკლიათ.

„ვფიქრობ, რომ 9-წლიანი დომინაციის შემდეგ ასეთი რთული მომენტი საჭიროც კია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო დაღვინდნენ, მოტივაცია გაეზარდოთ და ისწავლონ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ მოდის.“