Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონმა დაადასტურა, ის საფეხბურთო კარიერას აგრძელებს

43 წლის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ჯიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომ მან კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და პარმაში დაბრუნებაზე მინიშნებაც გააკეთა.

„კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ თამაშს გავაგრძელებ, რადგან თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

„ჩემი თანაგუნდელების პატივისცემამ მიმახვედრა, რომ მე სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ და უნდა გავაგრძელო.

„მე ბევრი შემოთავაზება მაქვს, მათ შორის გუნდებიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და პირველი კიპერის როლს მთავაზობენ, სხვებს კი ჩემი მეორე კიპერად ხილვა სურთ, თუმცა ასეთი ამპლუა იუვენტუსშიც მქონდა.

„ასევე არის წინადადება, რომ დავუბრუნდე ფესვებს, რაც მე შესანიშნავ გრძნობას და მოტივაციას მიჩენს.

„მე ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი და მომვევნო 4 დღის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.“

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბუფონი და პარმა 2-წლიანი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებენ და ჯიჯი ‘ფესვებს’ სულ მალე დაუბრუნდება.