Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონმა დაასახელა მატჩი, რომლის შემდეგაც იუვეს დატოვება გადაწყვიტა

ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და დიდი ალბათობით ის პარმაში დაბრუნება.

Tuttosport-ის კითხვაზე, თუ როდის გადაწყვიტა მან იუვენტუსის დატოვება, ჯიჯიმ ასეთი პასუხი გასცა:

„ბარსელონასთან მატჩამდე, რომელიც ჩვენი გამარჯვებით 3  - 0 დასრულდა, როდესაც ანდრეა პირლომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში მე ვიქნებოდი, არაერთმა ადამიანმა გამოთქვა აზრი, რომ მე მხოლოდ იმის გამო ვიწყებდი თამაშს, რადგან პირლოს მეგობარი ვიყავი. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ წასვლის დრო მოვიდა. ვფიქრობ, რომ როგორც ათლეტი და როგორც ადამიანი ამ სიტყვებს არ ვიმსახურებ.“