ბუფონმა და კიელინიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ჯიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ ტურინის იუვენტუსთან კონტრაქტი ოფიციალურად,2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივეს.

ორივე მათგანის კონტრაქტი ხვალ იწურებოდა,თუმცა მათი გუნდში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს ყოფილა.

იუვენტუსის კაპიტანი აგვისტოში 36 წლის ხდება და მან უკვე განაცხადა,რომ მინიმუმ ერთი წელი კიდევ აპირებს ფეხბურთის თამაშს.

ჯორჯო იუვენტუსში 2005 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში მან 509 შეხვედრის ჩატარება მოასწრო,სადაც 36 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება ბუფონს,ის იუვენტუსში 2001 წლიდან თამაშობს და მან იუვენტუსის მაისურით 669 შეხვედრა ჩაატარა.

42 წლის ლეგენდამ წინა სეზონი პსჟ-ს რიგებში გაატარა,თუმცა ერთი წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.