Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონმა პარმასთან კონტრაქტი შეათანხმა

ჯიჯი ბუფონს ასაკის მიუხედავად ევროპაში და MLS-ში საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავდა, თუმცა ლეგენდარულმა კარის დარაჯმა კარიერის გაგრძელება მშობლიურ პარმაში გადაწყვიტა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯიჯიმ ბარსელონა და ბეშიქთაში უარით გაისტუმრა და პარმასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სადაც მან პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ის პარმასთან ერთად სერია ბ-დან გუნდის დაწინაურებისთვის იბრძოლებს და კონტრაქტის ამოწურვის დროს 45 წლის იქნება…