Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონმა ფეხბურთის აკადემია გახსნა

იუვენტუსის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ჯიჯი ბუფონმა ფეხბურთის აკადემია გახსნა, რომელსაც Buffon Football Academy ერქმევა და რომელშიც 8-დან 16 წლამდე ბიჭები და გოგოები სპეციალურად მეკარეებისთვის შექმნილ კურსებს გაივლიან.

43 წლის ფეხბურთელმა კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის, 10 სკუდეტოს, 5 კოპა იტალიას, 7 სუპერ კოპას, ლიგა 1-ის და პარმას შემადგენლობაში უეფას თასის მოგება მოახერხა.

სავარაუდოდ ჯიჯი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ აკადემიაში თვითონვე იმუშავებს.