Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონს ატლეტიკო, ბარსელონა და პარმა ეპატიჟებიან

იტალიური მედიის ცნობით, ჯიჯი ბუფონს კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს.

Tuttomercato-ს ცნობით, 43 წლის ვეტერან იტალიელ კიპერს კატალონიის ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო და პარმა ეპატიჟებიან, თუმცა ჯიჯის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

წყაროს ცნობით, ბუფონს მეორე კიპერის როლი არ აკმაყოფილებს და ისეთ გუნდში უნდა გადასვლა, სადაც მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა.