Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონს 5 ვარიანტი აქვს

იუვენტუსის ლეგენდარული კიპერის ჯიჯი ბუფონის მოამვალი სეზონის ბოლოს გადაწყდება და ვეტერან კიპერს კარიერის გაგრძელების 5 ვარიანტი აქვს.

Tuttosport-ის ინფორამციით, ბუფონი დარწმუნებულია, რომ ის უფრო მეტ დროს იმსახურებს და თუ ბიანკონერი ამას ვერ უზრუნველყოფს, ჯიჯი მზად არის კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

წყაროს ინფორმაციით, 43 წლის კარის დარაჯის გაფორმების სურვილი ოლიმპიაკოსმა, აინტრახტმა, სპორტინგმა, გალათასარაიმ და დინამო კიევმა გამოთქვეს.

წყაროს ცნობით, Coppa Italia-ს ფინალში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, ბუფონი ბიანკონერის მაისურს ბოლოჯერ მოირგებს, რაც მისი დებიუტიდან 7206 დღის შემდეგ იქნება, 2001 წლის 26 აგვისტოს შემდეგ.