Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუჩიონი:“ ჰაკიმის გარდა, ინტერს კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება…“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ენცო ბუჩიონის ინფორმაციით, მხოლოდ აშრაფ ჰაკიმის გაყიდვა ინტერის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„ინტერის ფინანსური სიტუაცია კვლავ ძალიან რთულადაა და მათ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაყიდვა არ უშველით, ნერაძურის ხელმძღვანელობამ სიმონე ინძაგის ამის შესახებ უკვე აცნობა.

„ინძაგი და ინტერი შეთანხმდნენ, რომ რომელუ ლუკაკუ ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ამიტომ ჰაკიმის შემდეგ გუნდი შესაძლოა ლაუტარო მარტინესმა დატოვოს.

„სიმონეს თხოვნით, ინტერმა ფეხბურთელების გაყიდვა მოკლე დროში უნდა დაასრულოს, რომ ინძაგიმ მათი შემცვლელები იპოვნოს და სეზონის მოსამზადებელ პერიოდს დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდეს.“