Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაბიამ შესაძლოა მილანი დატოვოს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანი შესაძლოა გუნდის უკანახაზელმა მატეო გაბიამ დატოვოს.

წყაროს ცნობით, როსონერი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რის შემდეგაც გაბიას შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს სამპდორიასთან წამოიწყებს, რომელიც 22 წლის ფეხბურთელის იჯარით ინტერესდება.

პელეგრის რაც შეეხება, რომლის აგენტის გუშინ Casa Milan-ში იმყოფებოდა, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება, რის შემდეგაც იტალიელი ფორვარდის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.