Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაბია:“ ტრავმის მიღების შემდეგ ბავშვივით ვტიროდი…“

მიმდინარე სეზონში მილანს ტრავმებთან ბრძოლა ძალიან ხშირად უწევს და ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი ამ მხრივ მატეო გაბია გამოდგა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მუხლი შუა დეკემბერში პარმას წინააღმდეგ დაიზიანა, რის გამოც 2 თვე და 12 მატჩი გამოტოვა.

„ტრავმის მიღების შემდეგ ბავშვივით ვტიროდი, რადგან მეგონა, რომ ჯვარედინი იოგები გავიწყვიტე. საბედნიეროდ, ყველაფერი გაცილებით კარგად წარიმართა და ახლა მე უკვე მზად ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდე.

„იბრა ? ის თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია. ზლატანი სავარჯიშოდ საათ ნახევრით ადრე მიდის და მას ყველაზე გვიან ტოვებს. თუ ის ამას 39 წლის ასაკში აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მე, 20 წლის ასაკში ვალდებული ვარ, რომ მისნაირად ვივარჯიშო.

„იბრა ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, როგორც ვარჯიშზე, ასევე მატჩში. მისი შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ წარმატების მისაღწევად საუღალავი შრომაა საჭირო.

„ჩემი დებიუტი სერია ა-ში 2020 წელს ? ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ამაზე ფიქრის საშუალება საერთოდ არ მომეცა. მე ყველაფერი იმის შემდეგ გავაანალიზე, როდესაც გასახდელში შევედი და ადრენალინის დონემ დაიწია. მე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ოცნება ავისრულე.“