გაბრიელ ჟესუსის აგენტი ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მანჩესტერ სიტის შემტევის აგენტი და ინტერი წარმომადგენლები ფეხბურთელის ნერაძურიში შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით,ინტერი ლაუტარო მარტინესის შემცვლელს ეძებს და იმ შემთხვევაში თუ ბარსელონა არგენტინელს გაიფორმებს,ნერაძურის მანჩესტერ სიტის მიერ მოთხოვნილი 70 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდება.

ჟესუსის გარდა,ინტერი მარტინესის შესაძლო შემცვლელებად არსენალის კაპიტანს – პიერ-ემერიკ ობამეიანგს და ტორინოს ანდრეა ბელოტის მიიჩნევს.

გაბრიელ ჟესუსმა მიმდინარე სეზონში 40 თამაშში მიიღო მონაწილეობა,სადაც თავი 18 გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.