Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გადამწყვეტი დღე ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით

Tuttosport-ის და MilanNews-ის ინფორმაციით, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დღეს ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი და მილანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და თურქი ფეხბურთელის მომავალი საბოლოო გაირკვევა.

ჩალჰანოღლუს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იმის მიუხედავად, რომ მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, ისინი ხელფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

მილანის მაქსიმალური შეთავაზება 3.5-4 მილიონი ევრო იყო, ჩალჰანოღლუ კი თავიდან 7 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი მზად არის დათმობაზე წავიდეს და 4.5 მილიონს დათანხმდეს.

როსონერის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა პარალელურად გუნდი მის შემცვლელსაც ეძებს და მედიაში რამდენიმე სახელმა გაიჟღერა, მათ შორის დომინიკ შობოშლაიმ და პაპუ გომესმა.