Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი კვირა გატუზოსთვის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯენარო გატუზოს მომავალს ნაპოლის თავკაცის რანგში მომავალი ორი მატჩი გადაწყვეტს, სადაც პარტენოპეი თასზე ატალანტას, სერია ა-ში კი იუვენტუსს დაუპირისპირდება.

პარტენოპეიმ მიმდინარე სეზონში უკვე 7 მატჩის წაგება მოახერხა, მათ შორის გასულ ტურში ჯენოას წინააღმდეგ და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მომავალ 2 შეხვედრაში წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში დე ლაურენტისი რინოს გუნდიდან გაუშვებს.

წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისი გატუზოს შემცვლელებზე უკვე ფიქრობს. კანდიდატებს შორის რაფაელ ბენიტესი, ივან იურიჩი, სპეციას თავკაცი ვინჩენცო იტალიანო და სასუოლოს დე ზერბია.