Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი კვირა ინსინიეს მომავალთან დაკავშირებით, მილანი სიტუაციას აკვირდება…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლორენცო ინსინიესა და ნაპოლის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება და იტალიელი ფორვარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გუნდის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისი ხელფასის შემცირება 4.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე სურს, ინსინიე კი გასამრჯელოს გაზრდას 5 მილიონამდე ითხოვს.

ინსინიეს სახელი ბოლო კვირეებში მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და მომდევნო კვირის ბოლოს საბოლოოდ გადაწყდება, ექნება თუ არა როსონერის მისი გაფორმების შანასი.