Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გადამწყვეტი კვირა ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით

ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი ოთხშაბათს მილანს ეწვევა და მხარეები თურქი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს განიხილავენ.

ჰაკანს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა თავის აგენტს აქამდე მოთხოვნილი თანხის, 6 მილიონი ევროს შემცირება და გუნდთან შეთანხმების მიღწევა სთხოვა.

მილანს ახალი წინადადება უკვე მზად აქვს და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ჩალჰანოღლუ 4.5 მილიონს დათანხმდება და გუნდში 2025 წლამდე დარჩება.