Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გადამწყვეტი საათები რონალდუსთვის

იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ დროის წინააღმდეგ იბრძვის, რომ მან ბარსელონასთან დაბრუნება მოახერხოს.

კორონა ვირუსის გამო კრიშტიანუმ კიევის დინამოსთან დაპირისპირება, რომელიც იუვემ მორატას დუბლის წყალობით 2 – 0 მოიგო, უკვე გამოტოვა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ რონალდუმ ბარსელონასთან მატჩისთვის გამოჯანმრთელება და მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხოს. ჩემპიონთა ლიგის პროტოკოლის თანახმად, ფეხბურთელის პასუხი კორონა ვირუსის ტესტზე უარყოფითი თამაშამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა იყოს, ამიტომ თუ რონალდუს ტესტი დღეს დადებითი იქნება, ის თამაშს ვერ მოახერხებს.