Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი შეხვედრა ინტერსა და კალიარის შორის…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ინტერი და კალიარი ნაიტან ნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეხვდებიან და ურუგვაელი ფეხბურთელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.

ნერაძური აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და სიმონე ინძაგის მარჯვენა მცველის გუნდში ხილვა უმოკლეს დროში სურს, რათა სეზონისთვის საუკეთესო შემადგენლობით მომზადება მოასწროს, ამიტომ ინტერი ნანდესის ტრანსფერის დახურვას შეეცდება, ან მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

წყაროს ცნობით, კალიარი ფეხბურთელის სანაცვლოდ კვლავ 30 მილიონს ითხოვს და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს, ნერაძურის კი ამ თანხის გადახდა ამ ეტაპზე ფინანსური სიტუაციის გამო არ შეუძლია და თუ სარდინიელები 25 წლის ფეხბურთელის იჯარას არ დათანხმდებიან, მისი ინტერის მაისურით ხილვა ფაქტობრივად შეუძლებელია.