Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი შეხვედრა ინტერსა და ბროზოვიჩს შორის…

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერსა და მარსელო ბროზოვიჩის აგენტს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირის ბოლომდე შედგება და არ არის გამორიცხული, რომ ის გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

მარსელო ბროზოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატას მისი შენარჩუნება სურს, თუმცა მხარეებს შორის ხელფასზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ინტერი ბროზოვიჩს ხელფასის 3.5 მილიონიდან 5.5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, ბროზოვიჩი კი თავის მხრივ 7-7.5 მილიონს ითხოვს, რომელსაც არაერთი ევროპული გრანდი მას სიამოვნებით გადაუხდის,

FcInterNews-ის ინფორმაციით, ინტერი ბროზოვიჩის მამას, რომელიც პარალელურად მისი აგენტია, მომდევნო კვირაში შეხვდება და გუნდის საბოლოო წინადადებას გააცნობს.