Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი შეხვედრა ინტერსა და ბროზოვიჩის აგენტს შორის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და მარსელო ბროზოვიჩის აგენტს შორის კდიევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირას ჩაინიშნა და არ არის გამორიცხული, რომ ამის შემდეგ ხორვატი ფეხბურთელის ბედი საბოლოოდ გაირკვეს.

ბროზოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძურის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი გუნდში შენარჩუნება სურთ, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯერჯერობით არ გამოსდით.

Tuttomercato-ს ცნობით, ბროზოვიჩი წლიური გასამრჯელოს სახით 6.5 მილიონს ითხოვს, ინტერი კი 5 მილიონს სთავაზობს.