Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი შეხვედრა იუვენტუსსა და ატალანტას შორის…

იტალიური მედიის ინფორამციით, დღეს იუვენტუსი და ატალანტა ერთმანეთს შეხვდებიან და ბიანკონერის მარცხენა მცველის ჯანლუკა ფრაბოტას ბერგამოში ტრანსფერს საბოლოოდ გააოფოციალურებენ, თუმცა იტალიელი მარცხენა მცველი განხილვის ერთადერთი საკითხი არ იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ატალანტას იუვენტუსის კიდევ ერთი უკანახაზელი – მერიჰ დემირალი სურს, რომელსაც ბერგამოელები კრისტიან რომეროს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც თავის მხრივ ტოტენჰემს უახლოვდება.

იუვენტუსი თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, თუმცა დემირალი ალეგრის გეგმებში არ შედის და შესაძლოა ბიანკონერიმ მოთხოვნილი თანხა კიდევ შეამციროს…