Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების მიქსი…“

მილანის გენერალურმა დირექტორმა გუნდის სატრანსფერო სტრატეგიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მილანი ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად გამოცდილ ფეხბურთელებსაც ეძებს.

„კორონა ვირუსი ჩვენთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, დიდი გამოწვევა იყო. პანდემიამ ფეხბურთს დიდი დარტყმა მიაყენა და გამონაკლისი არც მილანი არ არის.

„იმედი გვაქვს, რომ ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონებს დაუბრუნდებიან, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი უმნიშვნელოვანეს ნაწილს კარგავს.

„სატრანსფერო სტრატეგიას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც კარგი ტემპით ვითარდება. ჩვენ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებაში ვართ, თუმცა გუნდში ბალანსი საჭიროა და ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილი ფეხბურთელების დამატებაც გვსურს.

„ჩვენ წინ დიდი გამოწვევები გველის. მილანმა ფინანსურ სტაბილურობას უნდა მიაღწიოს და უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.

„ფინანსური კუთხით ახალი სტადიონი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დამღლელი სამუშაოების შემდეგ, შედეგებს უკვე ვხედავთ. მერიასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ახალი სტადიონის პროექტს სულ მალე ავარჩევთ.

„იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, მან გუნდის წარმატებაში პანდემიის შემდეგ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ჩვენ გვსურს, რომ მან გუნდს დახმარება მომავალ სეზონშიც გაუწიოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.