Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ახალი სტადიონი მსოფლიოში გამორჩეული იქნება“

მილანის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მილანის და ინტერის ახალი სტადიონი მსოფლიოში გამორჩეული იქნება და გუნდებს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

„სან სირო თავისი ისტორიით გამორჩეული სტადიონია და ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ამ ისტორიის დაფასება გუნდის გაძლიერებით გვსურს და ამისთვის ახალი, თანამედროვე სტადიონის აშენება უმნიშვნელოვანესია.

„როდესაც შენ ბრიტანეთში ან ამერიკაში ახალ სტადიონზე მიდიხარ, იქ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათის გატარების საშუალება გაქვს. შეგიძლია გაერთო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან და თამაშის ყურებამდე კარგი დრო ატარო.

„შემდეგ კი, როდესაც თამაში მორჩება, შეგიძლია დარჩე, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი გასართობი ადგილი და კაფე-რესტორნებია.

„ჩვენი მაყურებელი კი სტადიონზე შეზღუდულია. ისინი თამაშის საყურებლად მოდიან და მიდიან, სხვა რამის შეთავაზება დღესდღეობით ჩვენ არ შეგვიძლია.

„გარწმუნებთ, რომ ის, რაც სან სიროზე საუკეთესოა, ატმოსფერო, ხმა, მინდორი და სხვა ყველაფერი ახალ სტადიონზე უკეთესი იქნება, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბევრად მეტი გართობის საშუალება იქნება.

„როდესაც ხალხი ახალ სტადიონზე ფეხს შედგამს, ყველა მიხვდება, თუ რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. იქამდე კი, რათქმა უნდა, გარკვეული პროტესტები იქნება, რაც ნოსტალგიიდან არის გამოწვეული.

„ჩვენი მიზანია, რომ მთელს მსოფლიოში გამორჩეული სტადიონი ავაშენოთ. ამის იმიტომ მწამს, რომ ამ რთულ მისიას ორი უდიდესი გუნდი ვხელმძღვანელობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შესანიშნავი არენა გამოგვივა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.